გუნდური მორალი 2020 წელს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. პანდემიის შედეგად, ხალხის უმეტესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია გუნდურ მორალზე. თანამშრომელთა გუნდურობის შენარჩუნებას კი კომპანიის წარმატებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. პირადი კავშირების შენარჩუნება, კომუნიკაცია და კონტაქტების განმტკიცების გზეპის პოვნა ნებისმიერი ბიზნესისთვის უმთავრესია. გთავაზობთ სამ სტრატეგიას, გუნდის მორალის ასამაღლებლად:
კომუნიკაციის სასიცოცხლო როლი
სჯობს მეტი კომუნიკაცია, ვიდრე ნაკლები. ლიდერებმა უნდა წარმოადგინონ მკაფიო, ძლიერი, თანმიმდევრული კომუნიკაციის მაგალითი, გუნდის თითოეულ წევრთან. ეფექტური ინსტუმენტია ყოველკვირეული მეილები, სადაც იქნება მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, დეტალები წესების ცვლილებებზე და სხვა, გუნდის წევრების ჩართულობისთვის.
ემპათია გადამწყვეტია
ლიდერებმა წელს განსაკუთრებით აღიარეს, რომ ემპათია გადამწყვეტი თვისებაა. თანამშრომლები ხელმძღვანელებისგან მოელიან თანაგრძნობას, ძალას, მხარდაჭერას. როგორ შეიძლება ემპათიის გამოხატვა გუნდთან, მათი გაერთიანების მიზნით? მოაწყვეთ ონლაინ შეხვედრები და შეეკითხეთ გუნდის წევრებს, როგორ გრძნობენ თავს, რა არის მათი ძირითადი საჭიროებები და აქვთ თუ არა რაიმე შფოთვა… გამოკითხვა პირველი ნაბიჯია. ნამდვილი ლიდერები კი არსებული საჭიროებების გადაჭრაზე ზრუნავენ. თანაგრძნობის საბოლოო გზაა იმის დემონსტრირება, რომ აფასებ შენი გუნდის მოსაზრებებს.
დაფასება და ჯილდო
2020 წელი ყველასთვის რთული, ადაპტაციის, ახალი წესების წელი იყო. ბიზნეს ლიდერებმა უნდა იპოვონ გზა, თავიანთი გუნდებისთვის მადლობის გადასახდელად, მათ წასახალისებლად და დასაჯილდოვებლად. მოფიქირეთ, რა ფორმით შეიძლება გუნდი ერთად გაერთოს, გახალისდეს, განიტვირთოს.
წარმატება შესაძლებელი ხდება გუნდური მუშაობის წყალობით, ამიტომ, დავაფასოთ ყველაფერი, რისი კეთებაც ერთად შეგვიძლია!