გრძნობთ, რომ თქვენს კომპანიას გაყიდვების გაუმჯობესების შესაძლებლობა აქვს? არებობს ინსტრუმენტები, რაც გაყიდვების გაზრდას ეხმარება.

🔸

📌 1. ტრენინგი

მცოდნე და კომპეტენტური გამყიდველი უფრ ეფექტურად გამოიყენება. გაყიდვების სტიმულირება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ნებისმიერი ორგანიზაციისათვის. ტრენინგებს აქვს სწორედ ის მნიშვნელობა, რაც აძლევს მენეჯერებს, მარკეტოლოგებს, დამფუძნებლებს და გუნდის სხვა წევრებს შესაძლებლობას, მიიღონ ეფექტური ინფორმაცია მათ საქმიანობაზე, შეიძინონ ახალი ინსტრუმენტები და უნარჩვევები, რაც ამ დრომდე არ ჰქონიათ.

📌 2. სინერგია

წარმოიდგინეთ სპორტული გუნდი, სადაც ყველა მოთამაშემ იცის საკუთარი როლი, ან სპექტაკლი, სადაც ყველა მსახიობს შესანიშნავი ქიმია აქვს ერთმანეთთანშედეგი არის მთლიანობა და შთამბეჭდავი ემოცია. ანალოგიურად მნიშვნელოვანია მარკეტინგის, გაყიდვების გუნდის თანამშრომლობა, რომელიც კომპანიას ეხმარება მიზნების მიღწევაში.

📌 3. უკუკავშირი

სრული წარმატებების მისაღწევად არ იქნება საკმარისი არაფერი, ქმედითი უკუკავშირის სისტემის გარეშე. უკუკავშირი კლიენტებისგან, რას ფიქრობენ პროდუქტებსა თუ მომსახურებებზე და შემდეგ ამ ყველაფერზე რეაგირება უკვე პროდუქტების განვითრების მენეჯერებისგან შექმნის უწყვეტ ჯაჭვს გაყიდვების გასაზრდელად.