იმისთვის, რომ მომხმარებელმა არჩევანი გააკეთოს თქვენზე, დღეს არსებულ, მაღალ კონკურენტულ გარემოში, მნიშვნელოვანია დაიცვათ რამდენიმე წესი, რადგან მომხმარებელი გირჩევთ შინაარსის, კომპეტენციის, დამოკიდებულების და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების მიხედვით.

🔸
📌 1. განსხვავებულობა

თანამედროვე სამყაროში, სადაც ნებისმიერი სერვისის, პროდუქტისა და მომსახურების ფართო არჩევანია თქვენ გამოგარჩევთ განსხვავებულობა. მომხმარებლები მათ შორის გულისხმობენ არა განსხვავებულ პროდუქტს, არამედ სხვა ანალოგიური კომპანიებისგან განსხვავებულ მომსახურებას, დამოკიდებულებას მათდამი.

📌 2. მყიდველებზე მორგებული გამოცდილება

მომხმარებელი გირჩევთ შინაარსის მიხედვით. ყველას სურს თავი განსაკუთრებულად იგრძნოს და არა ისე, როგორც სხვა ყველა დანარჩენთან. გუნდმა უნდა შექმნას შინაარსი, რომელიც მოიცავს მომხმარებელთან ურთიერთობის მრავალ სცენარს.

📌 3. მომხმარებელთა საჭიროებების ცოდნა

მომხმარებელს უნდა ეხმარებოდეთ მათი საჭიროებების მოგარებაში და გადაწყვეტილებების მიღებაში. გამოკითხვებით, კვლევებით და სხვა მეთოდებით შეგიძლიათ გაიგოთ რა სურს თქვენს მომხმარებელს და კომპანია გახადოთ უფრო მოქნილი. როდესაც აუმჯობესებთ პროდუქტს და მომსახურებას, თქვენ იძენთ მუდმივ კლიენტს.