🔸🔸🔸
მსოფლიოში ბოსების 7 ტიპი არსებობს – გვიზიარებს მარკეტოლოგი ჯეკი ტენი. თქვენ შესაძლოა იცნობთ მათ ტიპებს, შეხვედრიხართ, გიმუშავიათ ან თავად წარმოადგენთ რომელიმე კატეგორიას.
🔸
📌 1. მიკრო მენეჯერი
ასეთ მენეჯერს, როგორც წესი არ აქვს სათანადო ნდობა თანამშრომლების შესაძლებლობებისადმი. ასეთ მენეჯერებს, უბრალოდ მუდმივად სურთ დარწმუნება, რომ მათი თანამშრომლები მუშაობენ, ამიტომ შესაძლოა ისინი იყენებდნენ კიდეც კონტროლის სხვადასხვა მექანიზმს – გადამოწება, სხვადასხვა პროგრამის ან კამერების დამონტაჟება. შესაბამისად, ასეთი მენეჯმენტის პირობებში პროდუქტიულობა ძალიან სუსტდება, რაც კომპანიაზე პირდაპირ აისახება.
📌 2. დიქტატორი
ასეთი ტიპის უფროსი იყენებს შიშს, როგორც იარაღს, თანამშრომელთა მუშაობის მოტივაციისთვის. მაგალითად, სამსახურის დაკარგვის შიში, თუკი არ შესრულდება სამუშაო, ან სხვა მსგავსი… ასეთი მენეჯერები ყვირიან ან არაკორექტულები არიან საკუთარი თანამშრომლებისადმი და ის თავს კარგად გრძნობს, როდესაც მისი ეშინიათ. ასეთი კომპანიის მორალი ყოველთვის ძალიან დაბალი იქნება და ხშირად ტოვებენ ადამიანები მსგავს ხელმძღვანელებს.
📌 3. ჭკვიანი ალეკი
ასეთი ტიპის მენეჯერები მიიჩნევენ, რომ ისინი ყველაზე ინტელექტუალები არიან, მთელი კომპანიის მასშტაბით და ფიქრობენ, რომ თანამშრომელი ყოველთვის არასწორად აკეთებს საქმეს. ასეთი მენეჯერის ხელში კომპანიები ვერ გაიზრდებიან სწრაფად, რადგან ხელმძღვანელი არ ენდობა თანამშრომელთა ნიჭს და უნარებს. არ არსებობს კომპანია, რომლის წარმატება ერთი ადამიანის დამსახურებაა.
📌 4. საწური/საჭყლეტი
ასეთი მენეჯერები კარგად ხედავენ და აფასებენ ადამიანების ნიჭს და უნარებს და ცდილობენ, მაქსიმალურად დიდი რესურსი მიიღონ მათგან, შეიძლება ითქვას, ცდილობენ “გამოწურვას” უკანასკნელ რესურსამდე. ასეთი მენეჯერები გასცემენ ძალიან ბევრ დავალებას და ცდილობენ თანამშრომლებმა მაქსიმალურად ბევრი დრო იმუშაონ, დასვენების გარეშე. ასეთი მენეჯერის პირობებში ადამიანები ფიზიკურად, ემოციურად, გონებრივად ძალიან დაღლილები არიან.
📌 5. აჩრდილი
ასეთი ტიპის მენეჯერებს არ აქვთ მკაფიოდ დანახული გეგმა, რომელსაც გააცნობს თანამშრომლებს, რაც ბუნდოვანებას სძენს ყველაფერს. ისინი, ვერ ახერხებენ კონცენტრაციას კონკრეტულ საკითხებზე, რაც იწვევს დაბნეულობას.
📌 6. ფარშევანგი
ასეთი ტიპს მენეჯერები ამბიციურები და საკუთარი თავის განდიდებით დაკავებულები არიან. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ თავი საუკეთესოდ, რასაც “აღწევენ” ძვირადღირებული ავტომობილებით, სამკაულებით და სხვა. ეგოს ქონა კარგია, რადგან ის აუმჯობესებს ბიზნესის კონკურენტუნარიანობას, მაგრამ ძალიან დიდი და დაუჯერებელი ეგოს ქონა ვერ მოიტანს სიკეთეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრონმა არ იცის როგორ აკონტროლოს და შეიკავოს იგი. მაგალითად, კონკურენტს კომპანიას შეეჯიბროს შექმნას უკეთესი ოფისი და პირობები, რისი ფინანსური შესაძლებლობებიც არ ჰქონდეს, თუმცა, მან სრული ინვესტიცია ჩადოს ამ ეგოს დაკმაყოფილებისთვის.
📌 7. სრულყოფილი
ასეთი მენეჯერები პატივს სცემენ კომპანიას, თანამშრომლებს და საქმეს, რომელსაც ემსახურებიან. დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობა ყოველთვის უნდა იყოს ორმხრივი. ისწავლეთ კომუნიკაცია და ურთიერთობა ისე, რომ მან მოიტანოს ბიზნესის კეთილდღეობა.
🔸