ბიზნესის წარმატების მთავარი ხაზი ხელმძღვანელებზე გადის. და რა არის წარმატება? ეს არის შენი მიზნის შესრულების შესაძლებლობა. ბიზნესს აყვავებისთვის ლიდერი სჭირდება. ყველა ლიდერს სურს წარმატება, ამიტომ გთავაზობთ წარმატებული ლიდერების რამდენიმე მთავარ საიდუმლოს:
🔸
📌 1. წარმატებული ლიდერები “მოსამსახურეები” არიან
წარმატებული ხელმძღვანელობა გულისხმობს, როდესაც ლიდერი მზადაა დროებითი დისკომფორტი ჰქონდეს, რათა თავის მიმდევრებს ჰქონდეთ ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული. ლიდერი, რომელიც დისკომფორტს ეგუება სხვათა სასარგებლოდ, დიდი მომავლისთვის ემზადება. მსახური ლიდერი საზოგადოებას დიდ სარგებელს აძლევს და მას ჰყავს რეალური მხარდამჭერები, რეალური გუნდები.
📌 2. შემოქმედება
ლიდერს შეუძლია დაარღვიოს წესები, უფრო დიდი სიკეთის მისაღწევად. ეს კონცეფცია ლიდერებს საშუალებას აძლევს იყვნენ კრეატიულები. ხელმძღვანელობაში შემოქმედება – ეს არის თუ როგორ ვექცევით სხვა ადამიანებს, როგორ ვურთიერთობთ მათთან. ასეთი ლიდერები ყველას აძლევენ საშუალებას, იმუშაონ იდეებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები.
📌 3. შეუზღუდავი ხედვა
ლიდერის ხედვა – ეს არის იმედი და მიზანი. ეს არის შთაგონება. მაღალკვალიფიციურ ლიდერებს აქვთ შეუზღუდავი ხედვა. ბიზნესი არ არსებობს ხედვის გარეშე – ხედვა ეხმარება ლიდერს მოემზადოს მომავლისთვის, ნებისმიერ სიტუაციაში.
📌 4. თანაგრძნობა
თანაგრძნობა არის ის უნარი, რაც ნამდვილ ლიდერებს აქვთ და შესანიშნავად იყენებენ ადამიანური ურირთობის დალაგების პროცესში.
📌 5. გამბედაობა
გამბედაობა ლიდერს ეხმარება, რათა გარისკოს და ახალი გზები მოსინჯოს. ნამდვილ ლიდერები მუდმივად გადიან კომფორტის ზონიდან და რისკს წევენ ახალი შესაძლებლობებისთვის.