გთავაზობთ შეცდომების ტიპებს, რომელთა გამოც მენეჯერები საკმაოდ დიდ შემოსავალს ტოვებენ კომპანიის მიღმა. ხოლო, ამ შეცდომების გამოსწორებით, კომპანიებს შეუძლიათ ფოკუსირება მოახდინონ მთავარზე:
🔸

📌 1. არ პასუხობთ სატელეფონო ზარს

მუდმივ კონტაქტზე ყოფნა არის წარმატების წინაპირობა. თუკი არის მომენტი, როდესაც თქვენ ან თქვენი კომპანია არ პასუხობს სატელეფონო ზარს, არ პასუხობს შეტყობინებას დროულადთქვენ კარგავთ პოტენციურ კლიენტს და არა მხოლოდ მას, ვინც იმ მომენტში რეკავდა. კომპანია მუდამ მზად უნდა იყოს კონტაქტისთვის.

📌 2. არ გაქვთ რეაგირება

დრო ფულია, ხოლო დროული რეაგირებაკრიტიკული მომენტი ნებისემიერი კომპანიისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მნიშვნელოვანი საქმით ხართ დაკავებული, რეაგირება ნებისმიერი საჭიროების დროს უნდა გქონდეთ, რადგან ამ დროს არ დაკარგოთ მნიშვნელოვანი კლიენტი.

📌 3. გაუგებარი შეთავაზება

რას აკეთებ? რას ყიდი ან რა სერვისს სთავაზობ? ეს უნდა იყოს ძალიან მარტივად გასაგები ყველასთვის. თუ თქვენი შეთავაზება რთულია, გაამარტივეთ ის, გახადეთ ყველასთვის გასაგები.

📌 4. თითოეულ კლიენტს ისე მოექეცი, როგორც მნიშვნელოვან ინვესტიციას

იყავით გახსნილი, ღია, მკაფიო და კომუნიკაბელური, იყავით ექსპერტი თქვენს საქმეში, რათა თქვენი კლიენტების საჭიროება დაკმაყოფილდეს. გქონდეთ პასუხები კითხვებზე, რათა იგრძნონ განსხვავება თქვენსა და თქვენს კონკურენტებს შორის.