„ბიზნესში არ არსებობს გარანტიები, მაგრამ არსებობს ნაბიჯები, წარმატების შანსის გასაზრდელად“ – ტოპ 5 ბიზნეს-შეცდომა
🔸🔸🔸
პანდემიის მიუხედავად, რამაც მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა იქონია, იხსნება ახალი ბიზნესები, რაც მეწარმეობის სულზე მიუთითებს და მომავლის იმედს აჩენს. ბიზნესში არ არსებობს გარანტიები, მაგრამ არსებობს ნაბიჯები, წარმატების შანსის გასაზრდელად. მთავარია იცოდეთ პოტენციური ხაფანგები და მათგან თავის დაცვა.
📌 1. უკონტროლო კაპიტალი
ბიზნესი ბევრად დიდ ფინანსურ ვალდებულებას მოითხოვს, ვიდრე მესაკუთრე გეგმავს ან მოიაზრებს. მნიშვნელოვანია იყოთ რეალისტები ბიუჯეტის მიმართ, შეძლოთ პროგნოზების გაკეთება, გაზომოთ რისკები და იზრუნოთ გაუთვალისწინებელ ხარჯებზე, პარალელურად კი აკონტროლეთ თქვენი ლიმიტები.
📌 2. ზედმეტად სწრაფი ზრდა
ნებისმიერი ბიზნესის მიზანი ზრდაა, თუმცა, ძალიან სწრაფად ზრდა შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს, თუკი მზად არ ხართ. კომპანია, რომელიც დღეში 10 შეკვეთას კარგად ასრულებს, 100 შეკვეთას შესაძლოა ვეღარ გაუმკლავდეს, რაც საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ახალი, არამედ ერთგული მომხმარებლის დაკარგვის. მნიშვნელოვანია ეტაპობრივად გაზარდოთ მომსახურება ან პროდუქტი და ამისთვის იყოთ მზად.
📌 3. ციფრების უგულებელყოფა
ბიზნეს მფლობელებმა მუდმივად უნდა ადევნონ თვალი ციფრებს – მოგებას, ზარალს, ფულადი სახსრების მოძრაობას. ხშირად ყურადღება გამახვილებულია გაყიდვებსა და შემოსავლებზე ხარჯებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის გათვალისწინების გარეშე. იქონიეთ დაფა და მუდმივად თვალი ადევნეთ ციფრებს, რომელიც მუდმივად განახლებადი იქნება.
📌 4. ცუდად შერჩეული დისტრიბუცია და პარტნიორები
ბიზნესი მარტო ვერ ითამაშებს, დისტრიბუციისა და პარტნიორების გარეშე. ისინი კი დიდ გავლენას ახდენენ მომხმარებელზე. ფრთხილად შეარჩიეთ თქვენი შერჩეული გამყიდველები და პარტნიორები, გაეცანით მათდამი მომხმარებლის დამოკიდებულებას და შეფასებებს, მოძებნეთ გამოცდილი და სანდო პარტნიორები.
📌 5. სავაჭრო ნიშნის დაცვა
თაღლითობა ხდება ყველგან და ყოველთვის, ამიტომ თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი სავაჭრო ნიშანი. სხვადასხვა თაღლითობისგან დაზარალებული მომხმარებლის დახმარება კი ბიზნესის პრეროგატივაა.