ლიდერობა ნიშნავს შენს დაქვემდებარებაში მყოფ პირებს ემსახურო და დაუსვა საკუთარ თავს კითხვა “რა ინსტრუმენტები სჭირდება გუნდს, რათა მიაღწიოს წარმატებას?”. როდესაც გუნდს ამ ინსტრუმენტებს აძლევ, ის იმარჯვებს.
🔸
Optin Monster- ის თანადამფუძნებლი და პრეზიდენტი თომას გრიფინი გვიზიარებს 5 რჩევას გავხდეთ უკეთესი ლიდერი ✅
ბიზნესის სამყაროში ბევრ სპორტულ ენას ვიყენებთ. ჩვენი ბიზნესი კლიენტებისთვის “მოედანია“, გვაქვს “თამაშის გეგმა” ზრდისთვის, ხოლო ჩვენი გადაწყვეტილებები “ბურთის კალათაში ჩაგდებაა“. ბიზნესსა და სპორტს შორის კავშირზე არაერთ ლიდერს უსაუბრია. გთავაზობთ მწვრთნელის ხუთ ტაქტიკას, რათა გახდეთ უკეთესი ლიდერი.
📌 1. თქვენი აღიარება თქვენი გუნდის წარმატების შედეგია
მწვრთნელები საკუთარ გუნდს ამზადებენ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის, ასწავლიან ყველა უნარს, რაც გუნდს გამარჯვებისთვის სჭირდება. სპორტსმენები ხვდებიან რომ მათი წარმატება დამოკიდებულია მათ მწვრთნელზე, რის გამოც, ასპარეზობის შემდეგ მწვრთნელს მადლობას უხდიან. კარგმა ლიდერებმა იციან, რომ ბიზნესში წარმატების მიღწევა გუნდური ძალისხმევის შედეგია.
📌 2. სპორტსმენები სწავლობენ კეთების (მოქმედების) დროს
შესაძლოა ასწავლო სპორტსმენს ტაქტიკა, მაგრამ, თუკი ის არასდროს გაუშვი სათამაშო მოედანზე რომ პრაქტიკაში განახორციელოს ნასწავლი, ვერასდროს გაიგებთ რისი გაკეთება შეუძლია მას და როგორ გამოიყენებს ნასწავლს თამაშის პროცესში. მიეცით თანამშრომლებს თავისუფლება და შესაძლებლობა, გამოუცხადეთ ნდობა გამოავლინონ საკუთარი უნარები. ისინი ვერასდროს მიაღწევენ წარმატებას, თუ მხოლოდ თქვენზე იქნებიან დამოკიდებულები.
📌 3. გამარჯვების მისაღწევად დაივიწყეთ ზეწოლა და შევიწროება
სპორტსმენებმა იმიტომ დაიწყეს თამაში, რომ ამით სიამოვნებას იღებენ. როდესაც ისინი გადავიდნენ მაღალი დონის თამაშზე, ის მათთვის უფრო მეტად სტრესული გახდა, რადგან მათი წარმატება დამოკიდებული გახდა მათ გამარჯვებაზე. თუ ისინი არ იმარჯვებენ, არ არიან წარმატებულები. მწვრთნელებმა კი ყველთვის იციან რომ სპორტსმენს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, თუ კი ისინი ისწავლიან და იმუშავებენ საკუთარ თავზე, ამიტომ მწვრთნელები იმ “ზარალს“, რაც მათი გუნდის გაწვრთნის პროცესს და გამოცდილებებს უკავშირდება, ინაზღაურებენ სპორტსმენთა საბოლოო გამარჯვებებით. ასეა ბიზნესშიც, საბოლოო გამარჯვება ხდება სწავლის, დამარცხებების, გამოცდილებების შედეგად, ამიტომ, ზეწოლის ნაცვლად იყავით მწვრთნელი, რადგან თქვენი საბოლოო მიზანი გამარჯვებაა და გამარჯვებას სჭირდება გამოცდილებები.
📌 4. წაახალისეთ თანამშრომლები გახდნენ ხელმძღვანელი პირები
სპორტულ გუნდში არ არსებობს “მე“, რაც ზუსტად აღწერს გუნდის იდეას. სპორტში მნიშვნელოვანია ხელი შეუწყო თანაგუნდელს, რათა თამაში მოიგოთ. წარმატებული ლიდერები ყველაფერს აკეთებენ სწორედ იმისთვის, რომ გააძლიერონ გუნდში პოზიტივი, მისცენ შესაძლებლობები და მოტივაცია რომ აიღონ პასუხისმგებლობები, როგორც მენეჯერებმა ან ხელმძღვანელმა პირებმა, რადგან ყველა საქმეს ლიდერი არ უნდა აკეთებდეს.
🔸