ის რაც რეალურ სივრცეში მუშაობს, ყოველთვის არ მუშაობს ვირტუალურ სივრცეში. გთავაზობთ 3 რჩევას, რაც უნდა იცოდეთ შინაარსის შესაქმნელად, რომელიც თქვენი აუდიტორიაის ყურადღებას მიიპყრობს:

🔸

📌 1. გადმოეცით მოკლედ

თუკი აუდიტორიაში მოგისმენენ 10 წუთს ან თუნდაც ერთი საათის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში უნდა იყოთ ლაკონურები. აუდიტორია გიყურებთ და გისმენთ, თუკი მუდმივად იქნებით მათ თვალწინ, შესთავაზებთ სხვადასხვა შინაარსს (ტექსტური, ვიდეო, ფოტო, გამოკითხვა და სხვა), და იქნებით ლაკონურები.

📌 2. არავის მოსწონს ერთიდაიგივეს განმეორება

მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ბიზნესს ერთი შინაარსი აქვს, მიაწოდეთ აუდიტორიას ის სხვადასხვა ფორმით. ნუ განმეორდებით, შეცვალეთ შინაარსი და ვიზუალი. შესთავაზეთ სიახლეები, რაც უკავშირდება თქვენ საქმიანობას.

📌 3. იფიქრეთ როგორც ივენთზე დამსწრემ და არა როგორც დამგეგმავმა

გაითვალისწინეთ რისი ნახვა სურს თქვენს აუდიტორიას. შეაფასეთ თქვენი ნაბიჯები მომხმარებლის კუთხით და იტრიალეთ მათი ინტერესის ობიექტივში.