ივანე ვარაზაშვილი – დამაარსებელი ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერული საზოგადოების.
📌 ვარაზაშვილი მუშაობდა ბორჯომ–ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობაზე, ააშენა წალკისხიდი. I მსოფლიო ომის დროს მიიღო ინჟინერ–პოლკოვნიკის წოდებადა ხელმძღვანელობდა ბაქო–ჯულფის, არზრუმ–სარიყამიშის რკინიგზის მშენებლობებს.
📌 1917 წლიდან ხელი მოჰკიდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის განვითარებას.
📌 1918 წელს ძმასთან ერთად დაარსდა „ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სააქციო საზოგადოება“, რომელსაც ფილიალები ჰქონდა გერმანიაში, ინგლისში, თურქეთსა და ამერიკაში. პირველ თავმჯდომარედ მიიწვიეს ნიკო ნიკოლაძე. მათი მიზანი იყო შავი ქვის რეწვა გადაექციათ ეკონომიკურად დაუძლურებული საქართველოს შემოსავლის მთავარ წყაროდ. ამ საზოგადოებაში ივანე და ისიდორე იყვნენ ამხანაგობა „ძმები ივ. დაის. ვარაზაშვილების“ მფლობელები.
📌 1920 წლის დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის გასაძლიერებლად ივ. ვარაზაშვილმა 1 015 000 მანეთი გაიღო.
📌 1922 წელს ივანე და ისიდო რევარაზაშვილები, სააქციო საზოგადოების დავალებით, გერმანიაში გაემგზავრნენ. იქ იმყოფებოდა მათი უმცროსი ძმა, გიორგიც, რომელიც შარლტენბურგის სამთო ინსტიტუტში სწავლობდა.
📌 ძმები არ შემოიფარგლნენ მხოლოდ მარგანეცით, მათ ქართული კულტურის პოპულარიზაციაზეც დაიწყეს ზრუნვა. ამ პერიოდში საზღვარგარეთ მყოფ მოწინავე ქართველმა მულიშვილთა შორის მომწიფებული იყო აზრი ბერლინში ქართული გამომცემლობის დაფუძნების შესახებ. ამ იდეას ხორცი შეასხა ივანე ვარაზაშვილმა.
📌 მისი მცდელობითა და ქველმოქმედებით ბერლინში დაარსდა გამომცემლობა „Naher Osten” (ახლო აღმოსავლეთი), სადაც დაიბეჭდა ქართველოლოგი ჰარდმეკელაინის „გერმანული ენის სახელმძღვანელო ქრესტომატიითა და ლექსიკონით“ ქართველთათვის.
📌 უცხოეთში მოსწავლე ხელმოკლე ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად და ქართულ–ევროპული კულტურული მემკვიდრეობის გაცვლის მიზნით, ძმებმა ვარაზაშვილებმა გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში, პირველ „რუსთაველის საზოგადოებას“ ჩაუყარეს საფუძველი. თავმჯდომარე რიჰარდ მეკელაინი იყო. ვარაზაშვილების გარდა, საზოგადოების გამგეობაში შევიდნენ – გრიგოლ დიასამიძე, მოსე შანიძე, იაკობ და კატო ხოჭოლავები, ელისაბედ მეკალაინი და სხვები.
📌 ვარაზაშვილები ცნობილი იყვნენ როგორც მეცენატები. ისინი ეხმარებოდნენ ბერლინში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს. ბევრი ქართველი სტუდენტი, მათ შორის ვანო სარაჯიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია, მათი სააქციო საზოგადოების სტიპენდიით სწავლობდა.
📌 1921 წელს ძმებმა ნიკო ნიკოლაძის დახმარებით თბილისში დააარსეს გამომცემლობა „ქართული წიგნი“. გამოსცეს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ ორბელიანის ლექსთა კრებულები, შალვა დადიანის რომანი „უბედური რუსი“, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ნათარგმნი უცხოელ კლასიკოსთა თხზულებები და ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული, მატერიალურ დახმარებას უწევდნენ ქართულ ჟურნალ–გაზეთებსა და გამოცემებს.
📌 1928 წელს, სპარსეთის შაჰის, რეზა–ხანფე ჰლევის მიწვევითა და სსრკ მთავრობის ნებართვით, ივანე ვარაზაშვილი ირანს გაემგზავრა და სათავეში ჩაუდგა ირანიდან ინდოეთის საზღვრამდე რკინიგზის გაყვანას.
📌 1930–იან წლებში, საზღვრების ჩაკეტვისა და საბჭოთა კავშირში აგორებული რეპრესიების გამო, ივანე ვარაზაშვილი თეირანში დარჩა. ეს ძვირად დაუჯდა მის ოჯახს. როგორც უცხოეთის აგენტი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს ივანეს 18 წლის ქალიშვილი ფეფიკო, რომელიც წამებისას შემოაკვდათ. ის იდორე და მისი შვილი სოსო დახვრიტეს. 1951 წელს შუა აზიაში გაასახლეს ივანეს ცოლი, ელისაბედ მიროტაძე და სამი ვაჟი ოჯახებით. 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. როგორც კი შესაძლებლობა მიეცა ივანემ სცადა ცოლ–შვილთან დაკავშირება, 1954 წელს საახალწლო მისალოცი გამოუგზავნა, მაგრამ დაშინებულმა ოჯახის წევრებმა პასუხის გაცემა ვერ გაბედეს და ბარათი უკან დააბრუნეს.
📌 ივანე ვარაზაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა 1955 წელს, ირანში. დაკრძალეს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში.