არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ კომპანიები, სადაც გუნდში ერთსულოვნება არ არის ბევრი წარმატების შანსს უშვებენ ხელიდან. გუნდური მუშაობის ხელშეწყობად ძლიერი გუნდის შესაქმნელად ნაბიჯების გადადგმა ორი განსხვავებული რამ არის. გუნდისთვის საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ მათ ერთად უნდა იმუშაონ. თქვენ, როგორც ლიდერმა უნდა შეკრათ ისინი როგორც ერთი გუნდი და განავითაროთ კულტურა.
🔸
📌 1. გუნდის წევრებს შორის ნდობა ფუნდამენტური ოპერაციული სისტემაა
გუნდის შენების დროს ნდობის ჩამოყალიბებას დიდი გავლენა აქვს კომპანიის წარმატებაზე. ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ იპოვონ მაღალი ნდობის გარემოცვა, რადგან მიზნების ერთად მიღწევას შეუძლია სიამაყის, ნდობისა და მოტივაციის გრძნობების გამოწვევა, რაც ერთმნიშვნელოვნად წარმატების გარანტია.
📌 2. იდეური თანხვედრა კომპანიის მომავლის შენებაში
მნიშვნელოვანია გაერთიანება იდეის გარშემო, რაც გუნდს ხდის ეფექტურს. ერთ გუნდში ყოფნა არ ნიშნავს ერთი იდეის გარშემო მუშაობას, ამიტომ მნიშვნელოვანია კომპანიის მომავლისთვის გუნდი გაერთიანდეს ერთი ღირებულების გარშემო.
📌 3. საერთო ენა გუნდში
გუნდში არ შეიძლება რაიმე საქმე მაღალ დონეზე შესრულდეს საერთო ენის გარეშე, რაც ქმნის კოორდინირებულ მოქმედებებს. ფოკუსირება მოახდინეთ ჯანსაღ გარემოზე, ჯანსაღ კომუნიკაციაზე. გუნდებს, რომელთაც აქვთ ნდობა, იდეური თანხვედრა და კომუნიკაცია არა მხოლოდ უკეთეს შედეგს დებენ, არამედ უკეთ ცხოვრობენ. სამუშაოს კმაყოფილებასა და ცხოვრების ხარისხს შორის კორელაცია ცალსახაა. დაიწყეთ დღესვე ძლიერი გუნდის შენება.