ვიყოთ ლიდერები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესონი, ან ვინმეზე განსაკუთრებულნი და ზეციდან სამართავად მოვლენილნი ვართ. წარმატებამ ხანდახან თაბრუსხვევა იცის, როდესაც შეიძლება გამოგვეპაროს ის, რომ დეგრადირების გზას დავადექით.

იცნობდე საკუთარ თავს, ნიშნავს, იცნობდე სამყაროს, რადგან ადამიანი, ეს პატარა მიკრო კოსმოსია დიდ, უსაზღვრო მაკრო კოსმოსში.
🔸

📌 პირველ რიგში, კარგად შეისწავლეთ საკუთარი პიროვნების ძლიერი და სუსტი მხარეები.

📌 ძლიერ მხარეებს ვიყენებთ წარმატებისთვის, ხოლო სუსტ მხარეებს ვითვალისწინებთ, მუდმივად ვაკონტროლებთ და პოზიტიურ შემოქმედებით ძალებად გარდავქმნით.

📌 აუცილებელია საკუთარი ხასიათის ნიშანთვისებებს კარგად ჩავუღრმავდეთ.

📌 გვჭირდება საკუთარი თავის კარგი ანალიზი და შემდგომ მუდმივად ფხიზლად ყოფნა, რათა ხელი მხოლოდ ჩვენი პროგრესული და დადებითი პოტენციალის გამოვლენას შევუწყოთ.

📌 ჩამოწერეთ ეს ყველაფერი და უარყოფითი ხასიათთვისებების გამოსწორების მხრივ ქმედება დღესვე დაიწყეთ.

 თუ თქვენთვის ჩვეული თვისებაა თანაგუნდელის საჯაროდ გაკრიტიკება, რაც გუნდში უდიდეს წყენასა და დემოტივაციას აგროვებს, ხომ არ ჯობს, რომ კრიტიკის ობიექტი ცალკე შეიყვანოთ კაბინეტში, მაქსიმალურად კონსტრუქციული ფორმებით მოახერხოთ თქვენი უკმაყოფილების გამოხატვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით?