საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა – ტოპ მენეჯერის პიროვნული განვითარება

ვიყოთ ლიდერები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესონი, ან ვინმეზე განსაკუთრებულნი და ზეციდან სამართავად მოვლენილნი ვართ. წარმატებამ ხანდახან თავბრუსხვევა იცის, როდესაც შეიძლება გამოგვეპაროს ის, რომ დეგრადირების გზას დავადექით. იცნობდე საკუთარ თავს, ნიშნავს, იცნობდე სამყაროს, რადგან ადამიანი, ეს პატარა მიკროკოსმოსია დიდ, უსაზღვრო მაკროკოსმოსში.

📌 პირველ რიგში, კარგად შეისწავლეთ საკუთარი პიროვნების ძლიერი და სუსტი მხარეები.

📌 ძლიერ მხარეებს ვიყენებთ წარმატებისთვის, ხოლო სუსტ მხარეებს ვითვალისწინებთ, მუდმივად ვაკონტროლებთ და პოზიტიურ შემოქმედებით ძალებად გარდავქმნით.

📌 აუცილებელია საკუთარი ხასიათის ნიშან-თვისებებს კარგად ჩავუღრმავდეთ.

📌 გვჭირდება საკუთარი თავის კარგი ანალიზი და შემდგომ მუდმივად ფხიზლად ყოფნა, რათა ხელი მხოლოდ ჩვენი პროგრესული და დადებითი პოტენციალის გამოვლენას შევუწყოთ.

📌 ჩამოწერეთ ეს ყველაფერი და უარყოფითი ხასიათ-თვისებების გამოსწორების მხრივ ქმედება დღესვე დაიწყეთ.

თუ თქვენთვის ჩვეული თვისებაა თანაგუნდელის საჯაროდ გაკრიტიკება, რაც გუნდში უდიდეს წყენასა და დემოტივაციას აგროვებს, ხომ არ ჯობს, რომ კრიტიკის ობიექტი ცალკე შეიყვანოთ კაბინეტში, მაქსიმალურად კონსტრუქციული ფორმებით მოახერხოთ თქვენი უკმაყოფილების გამოხატვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით?

ამონარიდი წიგნიდან „ლიდერობა და მართვა პრაქტიკაში“, ავტორი გიორგი კუჭუხიძე; 2018

2021-02-12T01:54:28+04:00
Go to Top