კარგი გუნდი კომპანიის მნიშვნელოვანი აქტივი და ძალაა. ძლიერი გუნდი ერთი ორად ზრდის გაყიდვებს და კომპანიას ხდის უკეთესს, რადგან ყველა ერთად აღიარებს და ემსახურება კომპანიის მისიას. ძლიერი გუნდის შექმნას მოთმინება სჭირდება და რაც მთავარია, ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი.
📌 მენეჯერი
გუნდს სჭირდება სწორად შერჩეული მენეჯერი. ამიტომ, დაიწყეთ მენეჯერის შერჩევით. მენეჯერმა გუნდი უნდა დაიცვას, დაეხმაროს, განავითაროს და მისცეს მოტივაცია.
📌 პასუხისმგებლობა
დასაწყისშივე აცნობეთ გუნდს საკუთარი პასუხისმგებლობები, თუ რას მოიაზრებს ის. პასუხისმგებლობის სწორად გააზრება გამორიცხავს კონტროლს და გუნდს მატებს ნდობას და დამოუკიდებლობას.
📌 რესურსების განვითარება
რესურსების სწორად შერჩევა და მისი განვითარება წარმატებული კომპანიებისთვის მუდმივი პროცესია. ძლიერი გუნდის შექმნის პროცესი მუდმივ გადამზადებას და სწავლებას გულისხმობს, რათა გრძელვადიან პერიოდში მიიღოთ სწორედ ის შედეგები, რაც თქვენი კომპანიის მისიაა.
📌 სწორი შეკითხვები
ესაუბრეთ გუნდის წევრებს. დასვით კითხვები. მათ შორის კრიტიკული კითხვები თქვენს მენეჯერულ თვისებებზე, საჭიროებებსა და ხარვეზებზე, რათა დაინახოთ ის რეალობა, რასაც ყოველდღიურობაში ხედავს გუნდი.