რას გულისხმობს ინსპირაციული ხელმძღვანელობა? – ეს არის ფასეულობების შესაბამისობა ინიციატივებთან, სიახლეების, ენთუზიაზმისა და მოქმედების შესაქმნელად. ინსპირაციული ლიდერები წარმატებითანთებენ ცეცხლსსხვა ადამიანის გულსა და გონებაში. ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანებს შთააგონონ, ძლიერ, დამოუკიდებელ, წარმატებულ, პროდუქტიულ გუნდებს ქმნიან. ინსპირაციული ლიდერები აფასებენ გუნდს, უსმენენ მათ და იზიარებენ მათ პოზიციებს.

🔸

📌 1. გაეცანით გუნდის წევრების ღირებულებებს

გუნდის წევრების ინსპირაცია გულისხმობს, თავად კარგად ერკვეოდეთ მათ ღირებულებებში და კარგად გესმოდეთ მათი. ეს ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რა უბიძგებთ მათ დილით ადრე ადგომისკენ და რა აღაფრთოვანებთ მათ. მეტის ცოდნა საკუთარი გუნდის წევრებზე, ლიდერებს ეხმარებათ იპოვონ შთაგონების გზები. ლიდერებს, რომელთაც კარგად ესმით რას აფასებენ გუნდის წევრები, აცნობიერებენ როგორ მიიღონ მათგან მაქსიმალური სარგებელი.

📌 2. მთავარი კითხვაა: “რატომ?”

სამოტივაციო სპიკერი, წიგნების ავტორი საიმონ სინეკი ამბობს: ”პლანეტაზე თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ორგანიზაციამ იცის რას აკეთებს, 100 პროცენტითმაგრამ, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ ორგანიზაციამ იცის რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. აქ საუბარი არ არის მოგების მიღებაზე, რადგან ეს შედეგიაკითხვაში რატომ, იგულისხმება რა არის მიზანი, მიზეზი, რწმენა, რატომ არსებობს თქვენი ორგანიზაცია? რატომ დგები საწოლიდან დილით? რატომ ზრუნავ ვინმეზე? ადამიანები არყიდულობენიმას, რასაც თქვენ აკეთებთ. ისინიყიდულობენმიზეზს, თუ რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ“.
ინსპირაციულ ლიდერებს გააზრებული აქვთ კითხვა: “რატომდა როდესაც გუნდს ზუსტად ესმის კომპანიის მისია, მათ იციან, რომ მათი მუშაობის მიზანი მხოლოდ ანაზღაურება არ არის, არამედ მიიღონ მონაწილეობა ცვლილებებში.

📌 3. შექმენით მიზანი

რატომ” – კითხვაზე პასუხის გაცემა სხვების შთაგონების გზაა, თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. უნდა არსებობდეს მიზანი, რომლისკენაც ივლის გუნდი. შექმენით მიზნები, თუმცა, მიზნის შექმნა რთულია, თუ თანამშრომლები თავს გაუცხოებულად გრძნობენ ერთმანეთისა და ორგანიზაციისგან. თანამშრომელთა განვითარება, მათი სამუშაო პროცესში ჩართულობა, წახალისება, აძლიერებს მათ კავშირს და ეხმარება ორიენტირი გააკეთონ მიზნებზე დანარჩენ გუნდთან ერთად.

📌 4. კარგი მოსაუბრე

ინსპირაციულ ლიდერებს შეუძლიათ ემოციური კავშირის დამყარება გუნდთან. ამისთვის კი მნიშვნელოვანია იყო კარგი მოსაუბრე. შესაძლლოა ეს იყოს საუბრები პირადი გამოცდილებებიდან ან სხვათა ისტორიებიდან. თუმცა, ისტორიების სწორად გადმოცემით, ლიდერები საკუთარ ხედვებს აცნობენ თანამშრომლებს, რაც საერთო ჯამში გუნდის აზროვნების ფორმირებას ახდენს და ლიდერის ხედვის გააზრებაში ეხმარება.