რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 „ტოპ-მენეჯერებისთვის საჭირო და საინტერესო პროგრამაა“
იესბის პროგრამით დავინტერესდი, რადგან შევიტყე რომ სრულ პროგრამას მოიცავდა, რაც შესაძლოა მენეჯერებს სჭირდებოდეთ – ერთიანად დამუშავებული პროგრამა, სხვადასხვა სფეროზე მორგებული. მსგავსი პროგრამები ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ფინანსურ ნაწილში მიღებული ცოდნის გამოყენებას ვგეგმავ. ეს ცოდნა მენეჯერებისთვის საჭირო და მეტიც – აუცილებელია. ამას გარდა, ჩემს თანამშრომლებს შევთავაზე, მათი პასუხისმგებლობების ფარგლებში საკუთარი იდეები შემოეთავაზებინათ და ახლა ვართ ამ პროცესში. ძალიან კარგი მოდულები იყო ლიდერობა, ბრენდინგი… ტოპ-მენეჯერებისთვის საჭირო და საინტერესო პროგრამაა.
ბიზნესის დამფუძნებლებს ვურჩევ პროგრამის გავლას, რათა ზოგადი წარმოდგენა შეიქმნან მენეჯმენტზე და არა ცალმხრივი. შეიძლება რაღაცები იცოდე თეორიულად ან პრაქტიკულად, თუმცა, ეს ცოდნა გეხმარება მთლიან სისტემაში მოაქციო გამოცდილება“.
გენადი კონცელიძე – შპს არჩევანი, დირექტორი