რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “მიღებული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში აუცილებლად დამეხმარება”
„ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ფინანსური მხარე, რაც ძალიან მჭირდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ თვითნასწავლი მენეჯერი ვიყავი, მაინტერესებდა, რამდენად სწორი იყო ჩემი ნაბიჯები, ჩემი გადაწყვეტილებები და მჭირდებოდა, კომპეტენტური ცოდნის და აზრის გაზიარება. მიღებული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში აუცილებლად დამეხმარება.
ბიზნესის დამფუძნებლებს, ტოპ-მენეჯერებს ვურჩევ პროგრამის გავლას, რადგან არც თუ ცოტა ადამიანია მენეჯმენტში, ვინც არ არის უშუალოდ ჩართული პროცესებში. პროცესში ჩართულობა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად შეგეძლოს დათვლა, კონტროლი, მართვა და ასე შემდეგ“.
ნინო სუბელიანი – ფინანსური ბიურო, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი