რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “პროგრამა გაძლევს სწრაფ და ეფექტურ შედეგებს”
„ჩემთვის პროგრამიდან ყველა მოდული ახალი იყო. ახალბედა ვარ ამ მიმართულებით. ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე შევიძინე, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში გამომადგება. ძალიან მომეწონა ფინანსური ნაწილი და ბრენდინგი. ახლა ამ პროცესში ვართ, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გაზიარების. მივიღეთ ის ინფორმაცია, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან გამოსადეგია – თანამშრომლებთან ურთიერთობიდან დაწყებული, ბრენდინგით გაგრძელებული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დასრულებული. ლიდერობა გულისხმობს მუდმივ სწავლებას, ამიტომ, ასეთი კურსები ძალიან გვეხმარება საქმიანობაში.
ბიზნესის მფლობელებს ვურჩევ პროგრამის გავლას, თუკი სურთ სწრაფი და ეფექტური შედეგების მიღება“.
გურანდა წიქარიძე – ბულანჟერეა 4B, დამფუძნებელი, დირექტორი