რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “მნიშვნელოვანია ტოპ-მენეჯერებმა მსგავსი კურსები გაიარონ და მიღებული ცოდნა გამოიყენონ საკუთარ კომპანიებში”
„საკმაოდ საინტერესო პროგრამა იყო. ძალიან მომეწონა ბრენდინგის მოდული, კიდევ ვირუსვებდი ამ ლექციის მოსმენას. კომპანიაში ვცდილობთ მიღებული ცოდნის გაზიარებას და გამოყენებას.
მნიშვნელოვანია ტოპ-მენეჯერებმა, მენეჯერებმა მსგავსი კურსები გაიარონ, ჩაერთნონ და მიღებული ცოდნა გამოიყენონ საკუთარ კომპანიებში.
ბიზნესის მფლობელებს ვურჩევ პროგრამის გავლას, რადგან ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც საყურადღებოა და კურსის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ბევრი ჩვენგანი ამ დეტალებს არ იყენებდა, არ ითვალისწინებდა, ამიტომ, ეს კურსი დაეხმარებათ სიახლეების პოვნაში“.
თათია სარჯველაძე – სამშენებლო კომპანია გრანდმაისონი, გაყიდვების მენეჯერი