რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “ხელმძღვანელმა პირებმა გარკვეული პერიოდულობით გარედან უნდა შეხედონ საკუთარ თავს, სწორედ ამ დროს იწყებ პროგრესირებას, როდესაც ცდილობ ცოდნის გაფართოებას”
„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ბრენდინგის და მარკეტინგის ნაწილი. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა დავიწყეთ; ისე დაემთხვა რომ ამ კურსის პარალელურად ახალი კადრი ავიყვანეთ და ბრენდინგზე ვმუშაობთ აქტიურად. მეც პირადად ვერთვები იმ რესურსით, რა ცოდნაც შევიძინე.
ვფიქრობ, ხელმძღვანელმა პირებმა გარკვეული პერიოდულობით გარედან უნდა შეხედონ თავის თავს, სწორედ ამ დროს იწყებ პროგრესირებას, როდესაც ცდილობ ცოდნის არეალის გაფართოებას. მსგავსი პროგრამები კი გვეხმარება ცოდნის შეძენაში.
ბიზნესის მფლობელებს ვურჩევ პროგრამის გავლას, სწორედ იმიტომ რომ გარედან შეხედონ საკუთარ კომპანიას და ასევე, ამ საუკუნეში, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, საჭიროა ბიზნესმა ფეხი აუწყოს გამოწვევებს, რაშიც ასეთი კურსები დაეხმარებათ“.
ნიკოლოზ ჯმუხაძე – „როიალ ხვანჭკარა“, დირექტორი