რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “იესბის კურსით, მოკლე დროში იღებ იმ ინფორმაციას, რომელიც არის პრაქტიკულ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაფუძნებული”
„საინტერესო პროგრამა იყო, ბევრი საინტერესო სიახლე გავიგეთ. არაფინანსისტებმა ფინანსური ცოდნა მივიღეთ და ამავდროულად, სხვადასხვა საინტერესო მოდულები მოვისმინეთ, რომელიც ლიდერისთვის და მენეჯერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნაა. აქ მიღებული ცოდნა კომპანიის მართვის პროცესში ცალსახად დამეხმარება.
მიღებული ცოდნა ფინანსური ნაწილის გარდა, გვეხმარება სხვადასხვა კონტექსტში – უფრო მეტად ვაქცევთ ყურადღებას ადამიანურ ურთიერთობებს.
ბიზნესის მფლობელებს ვურჩევ პროგრამის გავლას, რადგან შეიძლება გარკვეული ცოდნა მიიღო პრაქტიკული მუშაობის შედეგად, წლების განმავლობაში, თუმცა, ამ შემთხვევაში, მოკლე დროში იღებ იმ ინფორმაციას, რომელიც არის პრაქტიკულ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაფუძნებული და რომლის გაზიარებაც ცალსახად აუცილებელია“.
არჩილ ფარსდანიშვილი – შპს ჯიველი, წარმოების უფროსი, ტექნიკური დირექტორი