რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 „მიღებული ცოდნა ბიზნესის მართვასა და გაუმჯობესებაში დამეხმარება“
„პროგრამის კომპლექსურობა, მისი მრავალკომპონენტიანი თემატიკა და რაც მთავარია, კვალიფიციურ ტრენერებთან მუშაობა ძალიან კარგი საშუალებაა ბიზნესის მართვის პროცესებთან დაკავშირებული თეორიული და შემდგომი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებისთვის. თითოეულ კომპონენტში მივიღე არაერთი ახალი და საინტერესო ინფორმაცია.
პროგრამა დამეხმარება მანამდე არსებული ცოდნის და გამოცდილების შემდგომი პრაქტიკული გამოყენების ეფექტურობის გაზრდაში. მიღებული ცოდნა კი – ბიზნესის მართვასა და გაუმჯობესებაში დამეხმარება.
ბიზნესის მფლობელებს და ტოპ-მენეჯერებს მსგავსი კომპლექსური პროგრამა ეხმარება ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცოდნის გაღრმავებაში, რაც უკავშირდება პროექტების დაგეგმვასა და მართვას, გაყიდვების სტიმულირებას, ადამიანური რესურსების სწორ და ეფექტურ მართვას, კრიზისების მენეჯმენტს და ბიზნეს-პროცესებზე ფინანსურ მონიტორინგს/კონტროლს.
პროგრამის საშუალებით შესაძლებელია როგორც მანამდე არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება, ისე მრავალი ახალი ინფორმაციის მიღება და მართვის თვალსაწიერის გაფართოება; ასევე, სხვადასხვა სფეროს ბიზნეს სუბიექტების წარმომადგენლების გაცნობა-დამეგობრება და შემდგომი შესაძლო პარტიორული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა“.
გიორგი მადუაშვილი – შპს „გლობალ სელი“, დირექტორი