რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საინტერესო ადამიანების, მენეჯერების გაცნობა და მათი ხედვების გაზიარება”
„კურსიგან, როგორც არაფინანსისტ მენეჯერს, მქონდა მოლოდინი, რომ გავიღრმავებდი ცოდნას, რაც მივიღე. ყველაფერი სიახლე იყო, ყველა საკითხზე, რაც იყო ჩაშლილი მქონდა გარკვეული გამოცდილება და ცოდნა, თუმცა, ძალიან საინტერესოა კონკრეტული პროფილის ადამიანებისთვის.
დიდი ხანია ბიზნესში ვარ, მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, ამიტომ მივიჩნევ, რომ მსგავსი პროგრამა განსაკუთრებით დაეხმარება მათ, ვინც დღეს იწყებს ბიზნესს, ვისაც სურს ბიზნესის განახლება და განვითარება.
ნებისმიერი მენეჯერისთვის, ცოდნის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საინტერესო ადამიანების, მენეჯერების გაცნობა და მათი ხედვების გაზიარება“.
მარიამ ქემაშვილი – შპს ჯეოფეიფერი, დირექტორი