რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “ასეთი პროგრამები, სიახლეები გვაკლია ხელმძღვანელ პირებს, სულ ვცდილობთ მეტის გაგებას, შემეცნებას, სწორედ ეს არის მსგავსი პროგრამების დანიშნულება”
„საკმაოდ საინტერესო პროგრამა იყო. ამ სფეროში მყოფი ადამიანები შევხვდით ერთმანეთს, გავეცანით ერთმანეთის პოზიციებს დამოკიდებულებებს, შეფასებებს. ამ ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იყო. ერთი მოსაზრების, იდეების ადამიანები შევიკრიბეთ.
ფინანსური მოდული იყო ძალიან კარგი. ვისურვებდი, სხვა მოდულები იყოს უფრო ხანგრძლივი. ერთი-ორი დღით მეტი რომ დაემატოს თითოეულს, კარგი იქნებოდა, რადგან დამაკლდა. ერთ სისტემაში რომ მოექცეს ცოდნა, რომელიც აქვთ ხელმძღვანელებს. ასეთი პროგრამები, სიახლეები გვაკლია, სულ ვცდილობთ მეტის გაგებას, შემეცნებას, სწორედ ეს არის მსგავსი პროგრამების დანიშნულება.
კურსით კმაყოფილი ვარ და სხვა ხელმძღვანელებს ვურჩევ მის გავლას, თუმცა, მნიშვნელოვანია დროის მენეჯმენტი სწორად გათვალონ და პროგრამაზე სამუშაოდ დრო დაიტოვონ, რადგან საკუთარ თავზე სამუშაოც ბევრია. უნდა გაიაზრონ სჭირდებათ თუ არა. მე რისთვისაც მჭირდებოდა, ის წამოვიღე და კმაყოფილი ვარ“.
მესხიშვილი ირმა – ქართულ-ამერიკული სკოლა, დირექტორი