რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 „ეს პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას სწორად გავცეთ დავალებები, რაც ხელმძღვანელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“
“ძალიან საინტერესო მოდულები იყო. გამიხარდა, რომ ემოციური ინტელექტის მოდულზე და ბრენდინგზე იყო აქცენტი გაკეთებული. ძალიან მოვიხიბლე ყველა ნიუანსით, რაღაც ვიცოდი, რაღაც-არა.
მსმენელებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მასალებს დროულად გვაწვდიდნენ და ჩართულები იყვნენ ყველა ნაწილში, რაც ჩვენ გვაინტერესებდა. ძალიან საინტერესო პროგრამაა, მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა.
ძალიან საჭიროა მუდმივად ვითარდებოდე, კარგია რომ ასეთი პროგრამები გვაძლევს დაფიქრების საშუალებას და რესურსს, რომ დაფიქრების შემდეგ ვიმოქმედოთ.
რაც არ უნდა კარგი ხელმძღვანელი იყო, თუ სწორად არ გაეცი დავალებები, მას ვერავინ შეასრულებს, ეს პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას სწორად გავცეთ დავალებები, რაც ხელმძღვანელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მენეჯერებს ვურჩევ პროგრამის გავლას, გაეცნობიან თანამედროვე ტენდენციებს და სიახლეებს”.
რუსუდან ბოლქვაძე – სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსი, დამფუძნებელი, დირექტორი