რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “პროგრამის მნიშვნელოვანი ბენეფიტია, რომ საშუალება გეძლევა საინტერესო ადამიანების გაცნობის, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია!”
„პროგრამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი მოლიდინები გაამართლა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ფინანსური ნაწილი და ასევე მარკეტინგი. მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში თანდათან გამოვიყენებ.
სხვა მენეჯერებს ვურჩევ ამ კურსის გავლას. ვინც ჩემს გარშემოა, ჩემს სფეროშია, მეტ-ნაკლებად არის ჩახედული ამ მიმართულებებში, საკითხებში, რასაც ეს პროგრამა მოიცავდა, ამიტომ, ცოდნის გაღრმავება მნიშვნელოვანია. ლიდერისთვის მუდმივი ზრდა, განვითარება აუცილებელია, იმ ფონზე, რომ გაიზარდა მოთხოვნები, განვითარდა სამყარო და საჭიროა მას დაეწიო.
ამ პროგრამის მნიშვნელოვანი ბენეფიტია, რომ საშუალება გეძლევა საინტერესო ადამიანების გაცნობის, სანაცნობო წრის გაფართოების, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია!“.
თინათინ ჟიჟიაშვილი – გარემოს დაცვითი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და საგანმანათლებლო ცენტრი, “ეკომეტრი”, დირექტორი