რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “ძალიან მნიშვნელოვანი კურსია – სხვანაირად გადავაფასე მენეჯერის როლი. ხელმძღვანელ პირებს ვურჩევ პროგრამის გავლას, რათა სწორად შეხედონ საწარმოო განვითარებას”
„ძალიან მნიშვნელოვანი კურსია – სხვანაირად გადავაფასე მენეჯერის როლი, შევცვალე ფინანსებთან მიდგომები ბიზნესში, წარმოების პროცესში. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა დაწყებული მაქვს. ჩემთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოდული იყო ფინანსები, რომელიც ამ დრომდე მეგონა მხოლოდ ბუღალტერის საქმიანობა, თუმცა, აღმოჩნდა რომ მენეჯერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.
ყველა მოდული საინტერესო იყო, რადგან ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ტოპ-მენეჯერებმა უნდა იცოდნენ ყველა ის საკითხი, რაც წარმატების მიღწევისთვის საჭიროა.
მენეჯერებს, დამფუძნებლებს, ბიზნესის მფლობელებს ვურჩევ პროგრამის გავლას. იმიტომ რომ სწორად შეხედონ საწარმოო განვითარებას, სწორად განსაზღვრონ ფინანსების მართვა, აქტიურად იყვნენ ჩართულები წარმოებაში“.
ირაკლი მერკვილიშვილი – კომპანია “აგრო-კომ”, აღმასრულებელი დირექტორი