რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “დამფუძნებლებს, მენეჯერებს ვურჩევ პროგრამის გავლას, რადგან აქ გეძლევა შესაძლებლობა შეცვალო შენი კარიერული ცხოვრება, მათ შორის ხელმძღვანელის პოზიციიდან სხვანაირად შეხედო მოვლენებს”
„საკმაოდ საინტერესო პროგრამა იყო, ინფორმაციული. სიახლეების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი კურსია. ჩემი მთავარი მიზანია – არასდროს ჩამორჩე სიახლეებს, მინდოდა მეტად დამეხვეწა ჩემი უნარ-ჩვევები. მოლოდინმა გაამართლა. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა უკვე დავიწყე.
ძალიან საინტერესო მაგალითები მოვისმინეთ, ქართული მაგალითები, ბიზნესის გამოცდილებიდან, პიარზე, ბრენდინგზე…
აქვე აღვნიშნავ რომ რამდენიმე მოდულს გავახანგრძლივებდი, რამდენიმეს კი პირიქით – შევამცირებდი და მეტად მრავალფეროვანს გავხდიდი.
დამფუძნებლებს, მენეჯერებს ვურჩევ პროგრამის გავლას, რადგან ყველა სიახლე არის კიდევ ერთი ნაბიჯი წარმატებისკენ. აქ გეძლევა შესაძლებლობა გაიცნო საინტერესო ადამიანები სხვადასხვა სფეროდან, მიიღო მეტი ინფორმაცია, გახდე ინოვატორი და შეცვალო შენი კარიერული ცხოვრება, მათ შორის ხელმძღვანელის პოზიციიდან სხვანაირად შეხედო მოვლენებს“.
ნინო ნიქაბაძე – გრანდ ელექტორნიქსი, სტრტატეგიული განვითარების დირექტორი