რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “იესბის პროგრამის კიდევ ერთი დიდი პლიუსია იმ ხალხის გაცნობა, ვისთანაც როგორც საქმიან, ისე პირად, მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებ”
„პროგრამიდან ბევრი საინტერესო სიახლე გავიგე. მოდულის – „ფინანსები არაფინანსისტებისთვის“ გავლის შემდეგ ჩემს ფინანსურ გუნდს სხვა ენაზე ვესაუბრები, ვიდრე ამ დრომდე. ბრენდინგის ნაწილი იყო მოულოდნელი სიახლე, გარკვეულ ნიუანსებს, დეტალებს, რომელსაც ამ დრომდე არ ვაქცევდი ყურადღებას, უკვე მივაქცევ და დავნერგავ კომპანიაში. ემოციური ინტელექტი იყო განსაკუთრებით საინტერესო. ეს არის საკითხი, რომელსაც ყურადღება არ ექცევა, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია.
პროგრამის ერთ-ერთი დიდი პლიუსია იმ ხალხის გაცნობა, ვისაც პროგრამის განმავლობაში ხვდები, როგორც მენტორებს, ისე – მონაწილეებს. ბევრთად შეიძლება საქმიანი ურთიერთობა გაგრძელდეს, მეგობრობა და ასე შემდეგ…
ბიზნესის დამფუძნებლებს, მენეჯერებს ვურჩევ ამ კურსის გავლას, რადგან ბევრ საინტერესო სიახლეს გაიგებენ, ლიდერისთვის კი მუდმივადად ზრდაზე ორიენტირებულობა მნიშვნელოვანია“.
თამაზ ჭიჭინაძე – სამშენებლო კომპანია “ქეი ქონსთრაქშენი”, დამფუძნებელი, დირექტორი