რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “გარდა იმისა რომ თვითონ პროგრამაა მნიშვნელოვანი, აქ გეძლევა შესაძლებლობა, გაიცნო საინტერესო ადამიანები”
„იესბის ძალიან საინტერესო პროგრამა ჰქონდა და საკმაოდ მრავალფეროვანი ერთი თვე გავიარეთ. კურსი, იმ საქმიანობიდან რასაც მე ვახორციელებ, ყველაფერს მოიცავდა, რაც მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესო მაგალითები გვქონდა, გუნდი ძალიან ინტერაქტიული იყო და ჩართულობა – მაღალი. მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამომადგება და სამომავლო საქმიანობაში გავითვალისწინებ.
ბიზნესის დამფუძნებლებს, მენეჯერებს ვურჩევ პროგრამის გავლას, რადგან მრავალმხრივ საინტერესოა, გარდა იმისა რომ თვითონ პროგრამაა მნიშვნელოვანი, აქ გეძლევა შესაძლებლობა საინტერესო ადამიანების გაცნობის, საინტერესო ტრენერების და მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
ნებისმიერი ადამიანი, რასაც არ უნდა აკეთებდეს და განვითარების როგორ მაღალ დონეზეც არ უნდა იყოს, ის მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, ახლდებოდეს, რადგან არ ჩერდება სამყარო, ნებისმიერი სფერო ცვალებადია, ამიტომ მას უნდა დავეწიოთ. ყველამ უნდა მონახოს დრო და რესურსი რომ ისწავლოს, გაიზარდოს, განვითარდეს…“.
სალომე პირველი – თბილისის თავისუფალი აკადემია, სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, რექტორი, პროფესორი