რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “ამ პროგრამამ ბევრი რამ გამახსენა, ბევრი შემძინა. ეს კურსი იყო ზუსტად ის, რაც მე მჭირდებოდა”
„ძალიან დიდი მადლობა იესბის. ჩვენ, ბიზნესის დამფუძნებლებმა რაც არ უნდა ვიცოდეთ, ვფიქრობდეთ რომ ყველაფერი ვიცით და გვახსოვს, ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა რომ 30 წელია ჩემი კომპანიის ხელმძღვანელი ვარ, ლოგიკურია რომ ბევრი რამ ვიცი, თუმცა ბევრი რამ – არ ვიცი და ეს ხელს არ მიშლის რომ სწრაფვა მქონდეს წინსვლისკენ. ამ პროგრამამ ბევრი რამ გამახსენა, ბევრი შემძინა, იგივე ფინანსებში, ბრენდინგში, სხვა საკითხებში. რა თქმა უნდა პროგრამაზე დასაწრებად გარკვეული ცოდნა/ბაზა უნდა გქონდეს, რომ ალღო აუღო. გასაგები იყოს… ეს პროგრამა იყო ზუსტად ის, რაც მე მჭირდებოდა.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამაში ინტერაქტივი. რაც მეტი ჩართულობა იქნება მსმენელების, მით უფრო აზარტული და საინტერესო იქნება, რადგან მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება.
პროგრამის გავლას ვურჩევ ყველა ბიზნესმენს, ტოპ-მენეჯერს, ვისაც სურს განვითარება, ცოდნის შეძენა და პიროვნული ზრდა“.
სოსო დავითაშვილი – კომპანია „მერმისი“, დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი