რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “იესბის პროგრამით ისეთი გამოცდილება მივიღეთ, რომ დანამდვილებით ვიტყვი, დავნერგავთ ჩვენს ბიზნეს საქმიანობაში”
„ევროპის ბიზნეს სკოლის პროგრამა ძალიან საინტერესო იყო, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში გამოცდილება უკვე გვაქვს, არის სფეროები, რომელსაც კომპანიაში არ ვეხებით, პრინციპით „პური მეპურემ გამოაცხოს“. იგივე ბუღალტერია… ყველა კომპანიას ჰყავს თავისი ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი და შენი რესურსიც ისე გაქვს გადანაწილებული რომ ამ მხრივ არ გაქვს რაიმე პრობლემა. იესბის კურსის საშუალებით, ისეთი ელემენტების, ფაქტორების შესწავლა მოხდა, რომ გამოიწვია ინტერესი, – ეს სფეროები არ არის უღრანი ტყე, რომ შენც შეგიძლია გარკვეულ დონეზე ფლობდე ცოდნას და კონტროლის დონეზე გქონდეს ინფორმაცია. ტექნიკური მიმართულებებით საკმაოდ საინტერესო და აზარტული იყო პროგრამა. ბევრი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა, ისეთ ტექნიკურ საკითხებში ჩავიხედეთ. იგივე კონცეფციების, სტრატეგიების შემუშავება – ისეთი გამოცდილება მივიღეთ, რომ დანამდვილებით ვიტყვი, დავნერგავთ ჩვენს ბიზნეს საქმიანობაში“.
უჩა ნებიერიძე – კომპანია „ეთნო“, დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი