რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ურთიერთობებში”
“არაერთი ტრენინგი გამივლია და შეფასების მხრივ, ევროპის ბიზნეს სკოლას ათ ბალიანი სისტემიდან 12-ს დავუწერდი. მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ურთიერთობებში.
ლიდერისთვის, მენეჯერისთვის, ბიზნესის დამფუძნებლისთვის სავალდებულოა მუდმივი ზრდა და განვითარება. მენეჯმენტზეა დამოკიდებული აბსოლუტურად ყველაფერი. მივიჩნევ, კომპანიები უნდა იყვნენ ორიენტირებული იმაზე, რომ მენეჯმენტი გადიოდეს მსგავსი ტიპის ტრენინგებს.
აუცილებლად ვურჩევდი ბიზნესის მფლობელებს და წარმომადგენლებს ამ კურსის გავლას, რათა თვითონ შეძლონ ფინანსებში ჩახედვა, ერთი ტერმინოლოგიით საუბარი, რომ გასაგები იყოს ყველაფერი. სწორად დაგეგმილი სვლები არის წარმატების საწინდარი. ეს პროგრამა კი ლავირებას გასწავლის, რაც საკმაოდ გასაგებია”.
ნანა ფეხმაშვილი – “აბიფარმი”, დირექტორის მოადგილე კვლევების და განვითარების მიმართულებით