რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅
📍 „ბიზნესმენებს თუკი სურთ შექმნან კომპანიის ღირებულება, კომპანია, როგორც ბრენდი, ვურჩევ ამ პროგრამის გავლას“
„ყველა დეპარტამენტის გამართული მუშაობის სტრატეგია, რა არის მნიშვნელოვანი, ძირითადი მომენტები, რაც უნდა გავითვალისწინოთ, რა არის სწორი მმართველობის სტანდარტი, ფორმა – ეს ყველაფერი მივიღე ამ პროგრამისგან. ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუკი ეს სტანდარტები ზოგადად ქართულ კომპანიებში დაინერგება.
პრაქტიკულ ნაწილში, მენეჯმენტის მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა და ცოდნის გაზიარება. წინ დიდი და საინტერესო სამუშაოა.
პროგრამას ვურჩევ ბიზნესის დამფუძნებლებს, რადგან ხედვები გააუმჯობესონ, გადახედონ არებულს და იფიქრონ ბრენდის მეტად განვითათარებაზე. თუკი სურთ შექმნან კომპანიის ღირებულება, საჭიროა ამ პროგრამის გავლა – შექმნა შენი კომპანია როგორც ბრენდი, გქონდეს სწორი ფინანსური ანგარიშგება, გქონდეს ლოიალობა გუნდთან და მომხმარებელთან“.
ასლან ბრუნჯაძე – კომპანია ემ ეს ჯგუფი, დირექტორი