რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅

📍 “აუცილებელია ყველა მენეჯერმა გაიაროს ეს პროგრამა, რადგან ეკონომიკური და ფინანსური შედეგები ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს გვაქვს“

„პროგრამა ძალიან კარგი იყო, გაამართლა ჩემი მოლოდინები. განსაკუთრებით მოხიბლული ვარ ფინანსური მოდულით და ტრენერით – გიორგის ენერგიით, გადმოცემის უნარით. ჩემთვის ყველაზე სასარგებლო და საინტერესო სწორედ ფინანსური მოდული იყო.

ამ პროგრამის შემდეგ ბევრ საკითხზე სხვანაირად დავფიქრდი, მათ შორის თანამშრომლებთან ურთიერთობების საკითხში. თუკი ადრე ემოციურ გადაწყვეტილებებს ვიღებდი, ახლა უფრო მეტს ვფიქრობ. აუცილებელია ეს პროგრამა გაიარონ მენეჯერებმა, რადგან შედეგები ეკონომიკური, ფინანსური ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს გვაქვს.

ვურჩევ მენეჯერებს, ნუ დაელოდებიან კომპანიებს რომ ეს პროგრამა დაუფინანსონ, არამედ თავად გამოიჩინონ სურვილი და გაიარონ ეს კურსი. პროგრამის ღირებულება არ არის დიდი, სამაგიეროდ მიღებული ცოდნა ძალიან საჭირო და სასარგებლოა, ამიტომ, ნუ დაელოდებიან კომპანიისგან ინიციატივას, თავად დაინტერესდნენ“.

ხათუნა ბიწაძე – ლოჯისტიკური ცენტრი სს ლილო 1, საოპერაციო დირექტორი