რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅
📍 „ESB-იესბის ერთ პროგრამაშია კომპლექსურად თავმოყრილი ყველა ის მოდული, რაც შეიძლება მენეჯერს სჭირდებოდეს“
„პროგრამამ ჩემი მოლოდინი გაამართლა, იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე ველოდი. ინფორმატიული და დატვირთული ლექციები მოვისმინეთ. პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ფინანსური მოდული. უახლოეს დროში ვგეგმავ ცოდნის პრაქტიკაში გადატანას. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ იღებ და ყველა მოდულს უყურებ, აღიქვამ პრაქტიკულ, ჭრილში, მენტორებიც ამ მიმართულებით არიან ორიენტირებულები.
აუცილებელია მსგავსი პროგრამები, რადგან მუდმივი ზრდა გვეხმარება მენეჯერებს ყოველდღიურ საქმიანობაში.
პროგრამას ვურჩევ ბიზნესის დამფუძნებლებს, რადგან ერთ პროგრამაში კომპლექსურად არის თავმოყრილი ყველა ის მოდული, რაც შეიძლება მენეჯერს სჭირდებოდეს, ამიტომ, ეს არის ძალიან კომფორტული“.
თამარ მჭედლიშვილი – კომპანია ლისერენთი, გენერალური მენეჯერი