რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅
📍 „პროგრამას ვურჩევ მათ, ვისაც სურთ არა ზედაპირულად საქმის კეთება, არამედ მეტი დეტალიზება და მეტად ფართო სურათის დანახვა“
„პროგრამამ ჩემი მოლოდინები გაამართლა. ტოპ-მენეჯერის მოვალეობა რაც უნდა იყოს, მეტ ნაკლებად ჰქონდეს ყველა საჭირო ინფორმაცია, მართვის ბერკეტები, ისე რომ არაფერი გამოეპაროს, ამ მხრივ სრულად დამაკმაყოფილა, სრულად გავიგე, რას მივაქციო ყურადღება, რაზე ვკონცენტრირდე.
ძალიან საინტერესო იყო ბრენდინგის და ეიჩარის მოდულები. მიღებული ცოდნის გამოყენება უკვე დავიწყე და გარკვეულწილად ის მეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში.
მხოლოდ უნივერსიტეტიდან მიღებული ცოდნა არ არის საკმარისი, საჭიროა ცოდნის მუდმივად განახლება, ტენდენციები იცვლება, იცვლება მიდგომები, სტანდარტები, ტერმინოლოგიები და ამ ყველაფრის განახლება, გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.
პროგრამას ვურჩევ მათ, ვისაც სურთ არა ზედაპირულად საქმის კეთება, არამედ მეტი დეტალიზება და მეტად ფართო სურათის დანახვა“.
ნიკოლოზ ჯალაბაძე – მარკეტინგის მენეჯერი