რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅

📍 „პროგრამიდან მიღებული ცოდნა მარტივად გადასატანია პრაქტიკაში, რაც ნებისმიერ მენეჯერს დაეხმარება საქმიანობაში“

„ეიჩარი და პროექტების მართვა განსაკუთრებით მაინტერესებდა, პრაქტიკული მაგალითები იმდენად საინტერესოდ იყო გადმოცემული და ახსნილი, რომ სრულად გასაგები აღმოჩნდა ჩემთვის და სრულიად საკმარისი თანამშრომლებთან ურითიერთობაში. პროგრამის მიმდინარეობისას პრაქტიკაში დავიწყე ცოდნის გამოყენება და ის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა.

ძალიან საინტერესო იყო ბრენდინგის მოდული და სიამოვნებით, მეტ ინფორმაციას მოვისმენდი ამ მიმართულებით, გავიღრმავებდი ცოდნას.

ჩემი გამოცდილებით, რაც ამ პროგრამის განმავლობაში მოვისმინე, მარტივად გადასატანია პრაქტიკაში, მარტივად აღსაქმელი და გასაგები, რაც ნებისმიერ მენეჯერს გამოადგება“.

სალომე როსტიაშვილი – სერვისი 2015, მთავარი ბუღალტერი