რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅

📍„ESB-იესბის CEO პროგრამის შემდეგ, ბევრ საკითხს სხვა მხრიდან შევხედე და ძალიან კმაყოფილი ვარ“

„პროგრამამ ჩემი მოლოდინები გაამართლა, ის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ, თითქოს ვიცოდი, თუმცა, ბევრ საკითხს სხვა მხრიდან შევხედე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ფინანსური მოდული, კრიზისების მართვა, ბრენდინგი – ძალიან საინტერესო და სასარგებლო მოდულები იყო. პროგრამის დაწყებისთანავე დავიწყე ცოდნის პრაქტიკაში გაზიარება.

ასეთი პროგრამები ძალიან სასარგებლოა. მენეჯერისთვის ზრდის პროცესი გულისხმობს უწყვეტ განათლებას. მნიშვნელოვანი ნაწილია ნეთვორქინგი, საინტერესო ადამიანების გაცნობა, დამეგობრება“.

პაატა კოპალეიშვილი – შპს არომა ფრაგრანცესი, დირექტორი