რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅
📍 „იცვლება დრო, ტერმინოლოგია, მიდგომები, სტანდარტები – ასეთი პროგრამები კი გვეხმარება დავეწიოთ მათ“
„ძალიან საინტერესო ლექციები მოვისმინეთ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო მარკეტინგის და ფინანსების მოდული. ასევე ძალიან საჭირო მოდულია ბრენდინგი. ვფიქრობ, ჩემს ბიზნეს საქმიანობაში ყველა მოდული მეტ-ნაკლებად გამომადგება.
იცვლება დრო, ტერმინოლოგია, მიდგომები, სტანდარტები – ასეთი პროგრამები კი გვეხმარება დავეწიოთ მათ. პირობითად, ფინანსური ნაწილის მაგალითი რომ ავხსნა – გარკვეული წარმოდგენა, ცოდნა მქონდა, თუმცა, ამ ლექციებისგან მივიღე ისეთი ინფორმაცია, მარტივი ენით, რომელიც დამეხმარა რომ მთლიანობაში აღმექვა სურათი და ერთ სისტემაში მომექცია ცოდნა.
პროგრამის გავლას ვურჩევ შესაბამის აუდიტორიას, რადგან დაეხმარება მათ საკუთარი ბიზნესის უკეთ შესწავლაში“.
გარიკ ბოსიკოვი – აიესეს ჯორჯია, დირექტორი