რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅
📍 “პროგრამის გავლის შემდეგ ფინანსური ნაწილის გამოყენება უკვე დავიწყე, ბიზნესი უკეთ დავინახე”
“ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო ფინანსური ნაწილი იყო, ევროპული მოდელი საკმაოდ საინტერესო და პრაქტიკაში გამართლებული გამოდგა, ბიზნესის ციფრებში გამოსახვის საუკეთესო და უმოკლესი გზაა. მთავარია პრაქტიკაში დანერგო და მიღებული ტექნიკა არ მისცე დავიწყებას. რაც შეეხება თვითონ სწავლების პროცესს: ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევდა. მოგვეცა საშუალება მეგობრულ და კომფორტულ გარემოში გაგვეცვალა გამოცდილებები და ცოდნა სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ადამიანებთან. საბოლოო ჯამში პროგრამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბრენდინგის, მარკეტინგის და ეიჩარის ნაწილში საკმაოდ საინტერესოდ არის ჩაშლილი და განხილული ის ერთი შეხედვით თითქოს ნაცნობი და უმნიშვნელო საკითხები, რომელიც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად აძლიერებს კომპანიას და ქმნის კორპორატიულ კულტურას”.
ნანა კაცაძე – ბიზნეს მრჩეველი