რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅
📍 ”საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესების მიმართულებით, ასეთი პროგრამები ძალიან საჭიროა”
„ის მოდულები, რაც ამ პროგრამის ფარგლებში უნდა გაგვევლო, ჩემთვის უცხო არ იყო, მჭირდებოდა თანამედროვე მიდგომების გაცნობა და ჩემი გამოცდილებისთვის შედარება. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნეთვოქრინგს და შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო პროგრამას ადგილზე დავსწრებოდი. კურსმა ჩემი მოლოდინები გაამართლა.
საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესების მიმართულებით, ასეთი პროგრამები ძალიან საჭიროა. მითუმეტეს მათთვის, ვინც ფლობს კერძო ბიზნესს, რომელთაც მუდმივი შეხება აქვთ ყველა მოდულთან, რასაც ეს პროგრამა გვაძლევს“.
მაია ალხაზაშვილი – ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, ხელმძღვანელი