რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “ამ პროგრამისგან იღებ საინტერესო ინფორმაციას და ცოდნას, რომელიც გეხმარება საქმიანობაში”
„ძალიან კმაყოფილი ვარ პროგრამით, ჩემი მოლოდინები გამართლდა. ყველა მოდული საჭირო, საინტერესო იყო და ამ ცოდნის კომპანიაში დანერგვა შესაძლებელია. სექტემბრიდან, მიღებული ცოდნის საფუძველზე დაგეგმილი მაქვს აქტივობები.
მნიშვნელოვანია, რომ მენტორები იყვნენ ადამიანები, რომელთაც უყვართ ის, რასაც აკეთებენ და ეს ნებისმიერი მსმენელისთვის ძალიან დიდი მოტივაციის მიმცემია. ასეთი კურსები ძალიან საჭიროა, რადგან იღებ საინტერესო ინფორმაციას და ცოდნას, რომელიც გეხმარება საქმიანობაში.
10 წელია ბიზნესში ვარ, მაქვს გამოცდილება, თუმცა, ამ პროგრამის გავლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბევრ რამეს ყურადღებას არ ვაქცევდი, შეიძლება ითქვას, მრავალმხრივი და მიძინებული ცოდნის გაცოცხლება მოხდა და მოექცა ერთ სისტემაში“.
მალხაზ ქაძანაია – ქსაიპექს ჯორჯია – დამფუძნებელი, დირექტორი