რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?
📍 “ამ პროგრამაში ზუსტად არის განსაზღვრული ის, რაც სჭირდება ბიზნესს”
„ამ პროგრამაში ზუსტად იყო განსაზღვრული ის, რაც სჭირდება ბიზნესს. შემდეგ შენზეა დამოკიდებული, რაც მეტად გესაჭიროება, იქ გაიღრმავებ ცოდნას. პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო ფინანსური მოდული, რომელიც ყველაფერს მოიცავდა და საჭიროა ნებისმიერი რგოლის მენეჯერისთვის, განსაკუთრებით ტოპ-მენეჯერებისთვის. ძალიან გამოსარჩევი იყო ალექსი ჩიქოვანის მოდული – ბრენდინგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს საქმიანობაში.
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება დაწყებული მაქვს და ძალიან გამომადგა. პრორგამას ვურჩევ ყველა მენეჯერს, ვისაც სჭირდება განვითარება“.
მიხეილ ჭიჭაყუა – შპს როქი, თანადამფუძნებელი