ოპტიმიზმი ეს არის ლიდერის ერთერთი მთავარი თვისება, რომელიც სრულად ცვლის კომპანიაში არსებულ გარემოს. პოზიტიურ ლიდერებს აქვთ ის უნარი, რაც სხვადასხვა რთული სიტუაციის გამკლავებას სჭირდება. ოპტიმისტი ლიდერები გუნდს აფასებენ და აძლევენ ყველა შესაძლებლობას წარმატებისთვის.


📌 1. ოპტიმიზმი შთააგონებს ოპტიმიზმს

ოპტიმისტ ლიდერებს რთულ სიტუაციებშიც აქვთ ბუნებრივი სიმშვიდისა და პოზიტივის შენარჩუნების უნარი, რაც მთლიან გუნდს გადაეცემა. კვლევის თანახმად, პესიმისტ ლიდერებს უჭირთ თანამშრომელთა მოტივაცია, რაც ოპტიმისტი ლიდერებისთვის რთულ ამოცანას არ წარმოადგენს.

📌 2. ოპტიმისტი ლიდერები არიან კომპანიის საყრდენები

პანდემიის პერიოდში კომპანიებს მოუწიათ სტრატეგიების შეცვლა. სწორედ ამ დროს არის პოზიტიური ლიდერების როლი მნიშვნელოვანი, რათა მაგიდის გარშემო შეიკრიბოს გუნდი, კრეატიული აზროვნებითა და ახალი სტრატეგიებით. ოპტიმისტი ლიდერები რთულ დროს შეძლებენ გუნდის მოტივირებას და ახალი ენერგიებით, ახალი შესაძლებლობების დასახვას.

📌 3. ოპტიმისტ ლიდერებს აქვთ შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი

კომუნიკაცია ყველა საქმეში და განსაკუთრებით ბიზნესში ერთ მნიშვნელოვნად საჭიროუნარია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს უნარი რთულ სიტუაციებში, გამოსავლის ძებნის პროცესში, გადაწყვეტილებების მიღებისას. ოპტიმისტი ლიდერები კი ეძებენ საჭირო კომუნიკაციისთვის საუკეთესო გზებს, იქნება ეს გუნდის წევრებთან თუ სხვა პირებთან.

📌 4. მიკრო მენეჯმენტი მათი სტილი არ არის

ასეთ ლიდერებს არ სჭირდებათ გუნდის შემოწმება, მათი სამუშაო დროის თვალთვალი და ნერვიულობა ასეთ დეტალებზე, რადგან ისინი საჭიროებენ მიიღონ შედეგები. მათ კარგად იციან, რომზედმეტი ხელმძღვანელობაარავის ეხმარება. ოპტიმისტი ლიდერები ენდობიან საკუთარ გუნდს და შესაბამის უკუკავშირსაც იღებენ მათგან.