ნამდვილი ლიდერები მაღალი ემოციური ინტელექტით გამოირჩევიან. ისინი ფლობენ და სწორად იყენებენ საკუთარ ძალას, მუდმივად ცდილობენ განვითარებას და ყოველთვის სწავლობენ.

🔸
📌 1. ისინი ფოკუსირდებიან საკუთარ ძლიერ თვისებებზე

ნამდვილი ლიდერები სწორად აფასებენ საკუთარ თავს და ზუსტად იციან რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. იმის ცოდნა, თუ რა არის მათი სისუსტე, ეხმარებათ გუნდების სწორად დელეგირებაში და მოვალეობების გადანაწილებაში.

📌 2. ისინი საუკეთესო მსმენელები არიან

მოსმენა ნამდვილი ლიდერების ჩვევაა. რადგან, როდესაც უსმენ, სწავლობ ახალს. ჭკვიანი ლიდერები, 5 წამს ფიქრობენ, სანამ პასუხს გასცემენ. უხერხული სიჩუმის შესავსებად კი, ადამიანები აგრძელებენ საუბარს, რაც ლიდერებ მეტ ინფორმაცია აძლევს სამუშაოს სწორად განსავითარებლად.

📌 3. მათ შესანიშნავად გამოსდით კომუნიკაცია

ნამდვილი ლიდერები ფლობენ კომუნიკაციის ხელოვნებას. ისინი კომუნიკაციის დროს ლაკონურები, კონკრეტულები და ემოციურები არიან.

📌 4. ისინი აგროვებენ უკუკავშირს

ნამდვილი ლიდერები მუდმივად ცდილობენ განვითარებას, ამიტომ არ უშინდებიან შენიშვნებსა და კორექტივებს. ისინი ამას შესაძლებლობად მიიჩნევენ. ნამდვილი ლიდერები მუდმივად ცდილობენ მიიღონ უკუკავშირი გუნდისგან.

📌 5. ისინი აფასებენ და აღიარებენ კარგ მუშაობას

ნამდვილ ლიდერებს ესმით მადლობის მნიშვნელობა და არ უშინდებიან ამის თქმას. ისინი აცნობიერებენ, ხედავენ და აფასებენ გუნდის შრომას. ისინი ქმნიან შესაძლებლობებს გუნდის მოტივაციისთვის, აღიარებისა და დაფასებისთვის.