პანდემიამ არაერთი ლიდერის დღის წესრიგი და სტრატეგია შეცვალა. მნიშვნელოვანია ლიდერმა სწორედ კრიზისის დროს შეძლოს კომპანიის გზის წარმართვა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ხელმძღვანელ პირებს კრიზისის მართვის დროს დაეხმარება:
✅ მოისმინე
კრიზისის დროს პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს მოსმენაა. თქვენ უნდა მოუსმინოთ ყველას, როგორც კომპანიის შიგნით ისე – გარეთ. კრიზისი ყველასთვის კრიზისია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოუსმინოთ ფრონტის წინა ხაზზე მყოფ გუნდის წევრებს, ვისაც უშუალო ურთიერთობა აქვს მომხმარებელთან. შეიძლება მიიღოთ ისეთი ინფორმაცია, რაც დაგეხმარებათ მომხმარებლისთვის ხალი სტრატეგიის დაგეგმვაში. კრიზისის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველასგან მიიღოთ უკუკავშირი, რათა გაიგოთ, რა გავლენას ახდენს კრიზისი თქვენს ბიზნესზე.
✅ ისწავლე
ეს შეიძლება მოსმენის მსგავსი იყოს, თუმცა, განსხვავებული შედეგებით. ლიდერი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, თუმცა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისის დროს, რადგან წარმატების პროგნოზირება შესაძლებელია სწავლით:
📌 ამყოფებთ თქვენი გუნდი უსაფრთხოდ
📌 საჭიროების შემთხვევაში, შეცვალეთ ოპერაციული პროცედურები,
📌 გადახედეთ, რა საკითხში შეგიძლიათ გააკეთოთ ინვესტიცია თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებაში, და განსაკუთრებით თქვენს გუნდში
📌 კრიტიკა აქციეთ გამოცდილებად
✅ კომუნიკაცია
მნიშვნელოვანია იყოთ გახსნილი და სიმართლე უთხრათ თანამშრომლებს. იქნებიან თუ არა ისინი უსაფრთხოდ, აისახება თუ არა კრიზისი მათ ანაზღაურებაზე, უშვებთ თუ არა ვინმეს სამსახურიდან და რას სთავაზობთ, ამ შემთხვევაში. კრიზისის დროს უფრო მეტი ისაუბრეთ კომპანიის კულტურაზე და არა მის სტრატეგიაზე. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ისაუბროთ მიზანზე. განმარტეთ:
📌 რატომ ვმუშაობთ აქ?
📌 რატომ გვაინტერესებს ის, რასაც ვაკეთებთ?
📌 რატომ ვართ ბიზნესში?
📌 რატომ ყიდულობენ ჩვენგან მომხმარებლები?
📌 და ა.შ.
თანამშრომლებს ასევე სურთ იცოდნენ, თუ როგორ აპირებს კომპანია კრიზისის დაძლევას, ამიტომ, ჰკითხეთ მათმ რა იდეები აქვთ წინსვლისთვის. მნიშვნელოვანია ოპტიმიზმი და ამის გაძლიერება გარშემო.