რა ამბავი გაქვთ? რა აიძულებს მომხმარებელს აგირჩიოთ თქვენ? რა აღელვებთ მათ?
გაითვალისწინეთ, თუკი მომხმარებელს ჰავაიზე მოგზაურობას სთავაზობთ, თქვენ შეეცდებით წარმოუდგინოთ დღის ხედი სანაპიროზე, ულამაზესი ოკეანის ზოლი და აივანი, საიდანაც მზის ჩასვლა ჩანს. თუმცა, თქვენს მიერ მოყოლილ ამბავში, არ იქნება თვითმფრინავის ძრავის ტექნიკური მახასიათებლები, საბურავების ტიპი კურორტამდე მისასვლელი ფურგონით და აეროპორტში მოცდის დრო, ან კურორტზე პარკინგის ადგილი.
როდესაც თქვენს მომხმარებელს სთავაზობთ სერვისს და პროდუქტს, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ასრულებთ მას, რაც გულისხმობს, ამბის თხრობას და მის მნიშვნელობას:
📌 შექმენით ნათელი სურათი თქვენი მომხმარებლის გონებაში
📌 თუ ნამდვილად გსურთ მომხმარებლის აღფრთოვანება, დაეხმარეთ მათ ამ სურათის აღქმაში თქვენს ვებ–გვერდზე ან ონლაინ საშუალებებით
📌 გამოიყენეთ პოზიტიური კონოტაციის ტერმინოლოგია, თუმცა, არ დაემსგავსოთ სხვებს, მოძებნეთ თქვენი ნიშა
📌 გაუზიარეთ მომხმარებელს, სხვა მომხმარებლის გამოცდილება, რადგან ეს მათ ეხმარება მთლიანი სურათის აღქმაში
მომხმარებელს უყვარს ამბის მოსმენა. სწორედ ამბავი გიჩენს სურვილს, შეიძინო ესა თუ ის პროდუქტი ან მომსახურება. მოძებნეთ თქვენი ამბის თხრობის ტექნიკა და გაუზიარეთ ის მომხმარებელს.