“პრობლემაა არა დროის ნაკლებობა, არამედ მიმართულების. ყველა ჩვენგანს დღეში 24 საათი გვაქვს” – ზიგ ზიგლარი.
🔸
შოუნ ჯო ჰალი, მეწარმეთა ორგანიზაციის (CEO) წევრი, ბიზნესის განვითარების მწვრთნელი, ავტორი და სპიკერი გვიზიარებს რამდენიმე რჩევას, თუ რა ჩვევები უნდა გამოვიყენოთ წარმატების მისაღწევად:
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არის პერიოდი, როდესაც მიუხედავად იმისა, რამდენს მუშაობს ის, არ დგება მისაღები შედეგები. გთავაზობთ ოთხ ჩვევას, წარმატებისთვის:
📌 1. გაათავისუფლეთ გონება
კვირაში ერთხელ ჩამოწერეთ გრძელი სია, რომელიც კვირის განმავლობაში უნდა შესრულდეს. ამ სიაში უნდა იყოს ისეთი წვრილმანებიც კი, როგორიცაა მეილის გაგზავნა, გადასახადის გადახდა, სტატიის დაწერა, სიტყვა-სიტყვით, ყველაფერი, რაც კი უნდა განახორციელოთ ამ შვიდი დღის განმავლობაში. შემდეგ გადაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით და ის, რომელიც არ არის პრიორიტეტული გადაიტანეთ სხვა ფურცელზე, ან წაშალეთ. ამოცანების სწორ კვადრატში დალაგება, დროის მენეჯმენტს მოაწესრიგებს.
📌 2. კონცენტრაცია
მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობისთვის იდეალურია 90 წუთი. გამორთეთ მობილური ტელეფონები და ყველა ხელის შემშლელი ფაქტორი ჩამოიცილეთ, დახურეთ კარები, დაიმალეთ ენერგო ვამპირებისგან და დაიწყეთ მუშაობა. საქმიდან მოცილების შემდეგ უკან მიბრუნებას 15 წამიდან 23 წუთამდე სჭირდება, რაც დაკარგული დროა, ამიტომ ნუ დაკარგავთ ამ დროს. თუ 90 წუთი გადაჭარბებულად გეჩვენებათ, დაიწყეთ 20-20 წუთიანი ფოკუსირებით.
📌 3. გონების დასვენება
უკუჩვენების ეფექტი – როგორ შეგიძლიათ შეასრულოთ მეტი სამუშაო, გონების დასვენებით? სინამდვილეში, ეს აუცილებელია, რათა მიიღოთ ახალი ენერგიები. თუმცა, ნუ გაატარებთ თქვენს შესვენებას მობილურ ტელეფონთან, კომპიუტერთან და სოციალურ მედიასთან, ეს არ არის გონების შესვენება.
თქვენს ტვინს უნდა მისცეთ სივრცე – გაისეირნეთ, გაიხანგრძლივეთ ჭამის პროცესი, ან ღრმად ამოისუნთქეთ – ეს უზრუნველყოფს ახალ პერსპექტივას.
📌 4. საინტერესო ადამიანები – ინსპირაციული საუბრები
ყველა ჩვენგანი ვიცნობთ საინტერესო ადამიანებს, ისინი ან ოჯახის წევრები, მეგობრები ან კოლეგები არიან. გაიხსენეთ საინტერესო, ინსპირაციული, სამოტივაციო დიალოგები და დაფიქრდით, ასეთი დისკუსია კვირაში ერთხელ თუ გექნებათ, რა შეიცვლებოდა? შეეცადეთ, კვირაში ერთხელ მაინც გქონდეთ ინსპირაციული საუბრები, რადგან ეს დაგეხმარებათ იფიქროთ სხვანაირად, თქვენმა გონებამ იმუშაოს უკეთ.