რა სჭირდება მენეჯერს უკეთეს ლიდერად ჩამოყალიბებისთვის? თუკი მენეჯერი პასუხისმგებელია დიდი გუნდის მართვაზე, მათ საჭიროებებზე, პრიორიტეტებსა და მთავარ საქმეზე, ყოველთვის იარსებებს გარკვეული ხარვეზები თუ კონფლიქტები გუნდსა და ხელმძღვანელ პირს შორის, სხვადასხვა მიზეზით:

🔸

📌 გამოასწორეთ თქვენი ურთიერთობა გუნდთან

ერთმნიშვნელოვანია რომ არ უნდა გამოარჩიოთ გუნდის წევრები ერთმანეთისგან და არ უნდა ეცადოთ, ზოგიერთ მათგანს სოციალურად დაუახლოვდეთ, ხოლო ზოგიერთთანმხოლოდ საქმიანი ურთიერთობა დაამყაროთ. შეცვალეთ გუნდის წევრებთან დამოკიდებულებები, პოზიციები და მიდგომა. მიანიჭეთ და გადაანაწილეთ პასუხისმგებლობები.

📌 გაეცით კითხვებზე პასუხი

შეკითხვებზე თავის არიდება, დაყოვნება და საერთო ჯამში პასუხის არ გაცემა, უარყოფით შედეგებამდე მიდის. მნიშვნელოვანია ნდობა. მნიშვნელოვანია გუნდის წევრების შეკითხვებს მოუსმინოთ და უპასუხოთ, რათა ისინი გახდნენ მეტად მოტივირებულები და ქმედუნარიანები. კითხვებზე პასუხების არ გაცემა აჩერებს გუნდის პიროვნული ზრდის შესაძლებლობას.

📌 დამოუკიდებელი აზროვნების მხარდაჭერა

დაეხმარეთ გუნდს ისწავლონ, მზად იყვნენ, რომ უკეთ გაუმკლავდნენ ახალ და განსხვავებულ გამოწვევებს. შეეკითხეთ, რა სჭირდებათ ამა თუ იმ საკითხის უკეთ შესრულებისთვის, პრობლემის გადასაჭრელად, გეგმის შემუშავებისთვის. მიეცით შესაძლებლობა იდეების დაფიქსირებისა და განხორციელებისთვის. დაფიქრდით რა სჭირდება თითოეულ მათგანს, იმისთვის, რომ უკეთ შეასრულონ დაკისრებული საქმე.

📌 დასვით კითხვები

იყავით თანმიმდევრულები და დასვით კითხვებირა დაეხმარებოდათ ამ საქმის უკეთ შესასრულებლად? რა არის საჭირო თქვენგან, როგორც მენეჯრისგან?

📌 დატოვეთ ღია სივრცეები
მენეჯერთა ნაწილი ცდილობს ყველა გადაუჭრელი პრობლემა, ყველა შესასრულებელი საქმე, ყველა მოუგვარებელი საკითხი საკუთარ თავზე აიღოს და თავად შეასრულოს, რაც არასწორი მიდგომაა. დატოვეთ სივრცეები და შესაძლებლობები, რათა დაეხმაროთ გუნდის წევრებს თავად იპოვონ გზები, პასუხები ამა თუ იმ საკითხის გადასაჭრელად.

 მნიშვნელოვანია გააზრებული დელეგირება და გუნდის ამ ფორმით გაძლიერება, მათი განვითარება, მოსმენა და მხარდაჭერა, რათა მოკლე ვადებში მიიღოთ ძლიერი და საქმიანი გუნდი.